ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი 2021 წლის 18-19 ნოემბერს ჩაატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა’’ და 22 ნოემბერს სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის ცნობილი მკვლევარის, ესეისტის, პოეტის პროფესორ ზურაბ კაკაბაძის დაბადებიდან 95-ე წლისთავს.
კონფერენცია მუშაობას იწყებს 18 ნოემბერს 11 საათზე, ზუმის პლატფორმაზე. პერსონალური ID 7132438344, კოდი: 7777.